top of page
მემკვიდრეობა და გამოცდილება
ჩვენი მევენახეობის ისტორია იწყება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ივანე ხარიტონიშვილის დროიდან. ვენახისადმი სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა და 120-წლიანი გამოცდილებით გრძელდება. ოჯახის თითოეულ წევრს თავისი წვლილი მიუძღვის ვენახის მოვლისა და განვითარების პროცესში. მამებისა და პაპების შრომით განივითარდა ცოდნა, რომელიც დღეს ჩვენს საქმიანობას საფუძვლად უდევს. ეს არის ტრადიცია, რომელიც მევენახეობას აქცევს არა მხოლოდ პროფესიად, არამედ მემკვიდრეობად.