top of page
კომერციული და სარეკრეაციო ზონები
„ბაკურველის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია კომერციული ზონა, რომელიც მოიცავს სასტუმროს, რესტორანს, სასურსათო მაღაზიას, სარეკრეაციო სივრცეებსა და ხელოვნურ ტბას. პროექტი ითვალისწინებს ეკო-მეგობრულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმულ არქიტექტურას.
ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე სკვერები, ფანჩატურები და ბუნგალოს ტიპის დასასვენებელი სივრცეები. პროექტის მიზანია შექმნას მულტიფუნქციური, ეკოლოგიურად სუფთა და ესთეტიკურად გამორჩეული გარემო.