შენი ღვინის მამული
არა მხოლოდ მიწა - არამედ, მემკივდრეობა მომავალი თაობისთვის!
.png)

აღმოაჩინე ბაკურველის
ღვინის მამულები
აქ შეგიძლიათ გქონდეთ სახლი, რომელიც აერთიანებს კახური არქიტექტურის სილამაზესა და თანამედროვე დიზაინს. თქვენი საკუთარი ვენახი და მარანი, სადაც 2002 წლიდან მოყვანილი რჩეული რქაწითელის და საფერავის ყურძნისგან იქმნება ღვინო. ეს უნიკალური ადგილი წარმოადგენს ტრადიციისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის ჰარმონიულ შერწყმას.
ბაკურველი გთავაზობთ სრულ მომსახურებას - დაწყებული დიზაინითა და მშენებლობით, დასრულებული ვენახისა და მარნის პროფესიონალური მოვლით. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება მაღალი კლასის კომერციული სივრცეები: სასურსათო მაღაზიები, სასტუმროები და რესტორნები, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.


მოსავლიანი ვენ ახები და ღვინის მარანი

ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურული სტილი

გამძლეობის მაღალი ხარისხი

ეკო-მეგობრული გარემო



სამშენებლო კომპანია
ვინსონი - აქციეთ თქვენი სამშენებლო ოცნებები რეალობად
ვინსონი არის კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ სერვისების ფართო არჩევანს. ვინსონი სპეციალიზირებულია ისეთ სერვისებში, როგორიცაა: სამშენებლო დოკუმენტაცია, არქიტექტურული დიზაინი, რთული თუ მარტივი კონსტრუქციები და მრავალი სხვა.
ბაკურველის მამულები
კახური არქიტექტურის სილამაზე
და თანამედროვე დიზაინი

დახვეწილი დიზაინი დასასვენებელი ტერასით
ბაკურველის ამ თანამედროვე სახლს, რომელშიც არის ფართო ტერასა მეორე სართულზე, კომფორტისა და სტილისთვისაა შექმნილი. ის გთავაზობთ შიდა და გარე სივრცეების სრულყოფილ შერწყმას. იდეალურია დასვენებისთვის, ან გართობისთვის.


მყუდრო დიზაინი და ტრადიციული გარემო
აღმოაჩინეთ ბაკურველის პატარა, ორ სართულიანი სახლი, სადაც ტრადიციული დიზაინი მყუდრო ცხოვრებას აერთიანებს. იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს ეფექტურობას და სტილს.


მინიმალისტური დიზაინი, მაქსიმალური კომფორტი
გამოცადეთ კომპაქტური ცხოვრების მიმზიდველობა ბაკურველის ამ პატარა სახლში. შექმნილია კომფორტისა და ფუნქციონალურობის მაქსიმიზაციისთვის, იდეალურია თანამედროვე, მინიმალისტური ცხოვრების სტილისთვის.

სერვისები
ბაკურველი უზრუნველყოფს ხარისხს, მდგრადობასა და ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ტრადიციული მეთოდების გაერთიანებით, ვენახებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ექსპერტულ მოვლასთან ერთად.

ვენახის მოვლა
მევენახეობის სერვისით სარგებლობა ნებაყოფლობითია და გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში ვენახის ხელით (მექანიზაციის გარეშე) მოვლას, რაც მოიცავს შემდეგი ოპერაციების შესრულებას, ბიო ყურძნის მისაღებად: ვენახის გასხვლა, ვენახის სარ-მავთულის რემონტი, ვენახის დაკავება, გასხლული წალმის შეგროვება და სამწვადე კონებად დასაწყობება, ვენახის სხვადასხვა მწვანე ოპერაციების შესრულება, ბალახის მრა ვალჯერადი თიბვა, ვენახის მრავალჯერადი წამლობა საჭიროებისამებრ, ყურძნის დაკრეფა.

საერთო ინფრასტრუქტურის მოვლა
ხარისხიანი გარემოს შესანარჩუნებლად ყველა მაცხოვრებლისთვის, ბაკურველის საერთო ინფრასტრუქტურის სერვისი მოიცავს დასუფთავებას, განათებას, უსაფრთხოებას და ტექნიკურ მხარდაჭერას საცხოვრებელი ზონისთვის, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კარგად მოვლილ გარემოს.

მეღვინეობა
მათთვის, ვისაც სურს შექმნას მაღალი ხარისხის ღვინოები, ან ალკოჰოლური სასმელები, ბაკურველის მეღვინეობის სერვისი მოიცავს ყველა ეტაპს, დაწყებული ყურძნის დაწურვითა და დუღილით, ფილტრაციით, შესანახად მომზადებით და საბოლოო ეტიკეტირებით. ეს სერვისი ასევე მოიცავს ჭაჭისა და კონიაკის დისტილაციას, ბოთლვასა და ბრენდირებას, თითოეული კლიენტის მოთხოვნებზე მორგებით.
დაგვიკავშირდით
მოითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი გაყიდვების ერთ-ერთი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.