კომერციული და სარეკრეაციო ზონები
„ბაკურველის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია კომერციული ზონა, რომელიც მოიცავს სასტუმროს, რესტორანს, სასურსათო მაღაზიას, სარეკრეაციო სივრცეებსა და ხელოვნურ ტბას. პროექტი ითვალისწინებს ეკო-მეგობრულ ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმულ არქიტექტურას.
 
ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე სკვერები, ფანჩატურები და ბუნგალოს ტიპის დასასვენებელი სივრცეები. პროექტის მიზანია შექმნას მულტიფუნქციური, ეკოლოგიურად სუფთა და ესთეტიკურად გამორჩეული გარემო.

შენი ღვინის მამული
არა მხოლოდ მიწა - არამედ, მემკივდრეობა მომავალი თაობისთვის!


აღმოაჩინე ბაკურველის
ღვინის მამულები
აქ შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი საკუთარი ვენახი და მარანი, სადაც 2002 წლიდან მოყვანილი რქაწითელის და საფერავის რჩეული ყურძნისგან იქმნება ღვინო. ეს უნიკალური ადგილი წარმოადგენს ტრადიციისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის ჰარმონიულ შერწყმას. ბაკურველი გთავაზობთ სრულ მომსახურებას - ვენახისა და მარნის პროფესიონალურ მოვლასა და მეღვინეობის სერვისებს.
კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება მაღალი კლასის კომერციული და სარეკრეაციო სივრცეები: სასტუმრო საცურაო აუზით და ბარი-ბუნგალოთი, რესტორანი, სკვერი, სასურსათო მაღაზია, ხელოვნური ტბა და ფანჩატურები, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.
.png)
.png)
ჩვენს შესახებ
„ბაკურველი“ არის ოჯახური მევენახეობა-მეღვინეობის პროექტი, რომელიც ეფუძნება 120-წლიან გამოცდილებას. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ვენახების გაშენებას, ნერგების წარმოებას, ღვინისა და დისტილატების დამზადებას.
კლიენტებს ვთავაზობთ ვენახის შესყიდვისა და წარმოების პროცესის მართვის სრულ სერვისებს. პროექტი აერთიანებს სოფლის მეურნეობის პრაქტიკულ გამოცდილებას და საკუთრების მართვის თანამედროვე მიდგომებს.

120-წლიანი ოჯახური გამოცდილება მევენახეობა-მეღვინეობაში

მოსავლიანი ვენახები და ღვინის მარანი

სერტიფიცირებული და ბრენდირებული პროდუქციის წარმოება
სერვისები
ბაკურველი უზრუნველყოფს ხარისხს, მდგრადობასა და ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ტრადიციული მეთოდების გაერთიანებით, ვენახებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ექსპერტულ მოვლასთან ერთად.

ვენახის მოვლა
მევენახეობის სერვისით სარგებლობა ნებაყოფლობითია და გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში ვენახის ხელით (მექანიზაციის გარეშე) მოვლას, რაც მოიცავს შემდეგი ოპერაციების შესრულებას, ბიო ყურძნის მისაღებად: ვენახის გასხვლა, ვენახის სარ-მავთულის რემონტი, ვენახის დაკავება, გასხლული წალმის შეგროვება და სამწვადე კონებად დასაწყობება, ვენახის სხვადასხვა მწვანე ოპერაციების შესრულება, ბალახის მრავალჯერადი თიბვა, ვენახის მრავალჯერადი წამლობა საჭიროებისამებრ, ყურძნის დაკრეფა.

მეღვინეობა
მათთვის, ვისაც სურს შექმნას მაღალი ხარისხის ღვინოები, ან სხვა ალკოჰოლური სასმელები, ბაკურველის მეღვინეობის სერვისი მოიცავს ყველა საჭირო ეტაპს, დაწყებული ყურძნის დაწურვითა და დუღილის პროცესის კონტროლით, ფილტრაციით და ღვინის შესანახად მომზადებით, დასრულებული ბოთლში ეტიკეტირებით და დასაწყობებით. ეს სერვისი ასევე მოიცავს ჭაჭისა და სხვადასხვა დისტილატების წარმოებასა და ბოთლში ბრენდირებას, თითოეული კლიენტის მოთხოვნე ბზე მორგებით.



დაგვიკავშირდით
მოითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი გაყიდვების ერთ-ერთი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ.